title

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე შექმნილ საჯარო ვებ-პორტალს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მომხმარებლისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე.

მომხმარებლისათვის უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს ინფორმაციის გაფანტულობა, მისი გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება.

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ამოცანაა დაეხმაროს მომხმარებლებს აღნიშნული სირთულეების დაძლევაში. იგი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს, სადაც  თავმოყრილია შრომის ბაზრის ინფორმაცია, ადვილად გასაგებია და მარტივია მისი პრაქტიკაში გამოყენება. 


რატომ არის მნიშვნელოვანი?



ფასეულობები

დროულობა, სანდოობა, ხელმისაწვდომობა, მუდმივი სიახლე, სიმარტივე.


თავად სისტემა არ წარმოადგენს ინსტიტუციას, არამედ აერთიანებს ინსტიტუციებში არსებულ ინფორმაციას



მისია

სისტემა არის ინოვაციური მექანიზმი, რომლიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის ინფორმაციის დროულ შეგროვებას, დამუშავებას, გაანალიზებასა და გავრცელებას.


ხედვა

  • შევცვალოთ ადამიანების დამოკიდებულება შრომის ბაზრის ინფორმაციის მოხმარებისა და კარიერული დაგეგმვის მხრივ;
  • გავაუმჯობესოთ ინფორმაციის მიწოდება;
  • დავეხმაროთ სისტემის მიზნობრივ ჯგუფებს შრომის ბაზრის ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


გავრცელება

ინფორმაციის მოხმარების მხრივ ვებ-პორტალი არის მოქნილი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მომხმარებლის საჭიროებებს



საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არის შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი უწყება. სისტემა მომზადდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებისა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის აქტიური მხარდაჭერით. 


ინფორმაციის მომწოდებლები:

  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
    • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
    • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
    • მეწარმეობის განვითარების სააგენტო
    • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
    • სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
    • სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
    • ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
    • სოციალური მომსახურების სააგენტო